Sunday, March 13, 2011

მავნე ჩვევები მოზარდებში.

1.     პროექტის  სახელწოდება:  მავნე ჩვევები მოზარდებში.
2.     პროექტის მთავარი იდეა: ჯანმრთელი თაობის აღზრდა.
3.      პროექტის აქტუალობა: მოზარდებში  ნიკოტინის მოხმარების გავრცელება და ის შემაშფოთებელი სტატისტიკა, რომლის მონაცემებითაც, მსოფლიოში მოწევით განპირობებული დაავადებით ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი კვდება.
4.     პროექტის მიზანი: მოზარდის ინფორმირება ნიკოტინის მოხმარების მავნე ზემოქმედებაზე.
5      მონაწილეთა ასაკი: 12–18 წელი.
6      ვადები–ხანგრძლივობა:  1 თვე
7.    მოსალოდნელი  შედეგები–     პროდუქტები, რაც შეიძლება    შეიქმნას:  მოზარდები აცნობიერებენ, რას ნიშნავს იყო ჯანმრთელი. თამბაქოს მოწევით, რა ზიანს აყენებს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემო მყოფებს.მოჰყავს უამრავი არგუმენტი, რატომ არ უნდა მოწიოს. ეწევა ნიკოტინის საწინააღმდეგო რეკლამას. წერენ სტატიებს სასკოლო კედლის გაზეთისათვის. ქმნიან პლაკატებს შესაბამისი ილუსტრაციებით. ინტერნეტის საშუალებით, ეცნობიან სტატისტიკურ მონაცემებს იმ სავალალო შედეგებზე, რაც მოწევას მოსდევს. ინტერვიუს იღებენ მწეველი ადამიანებისაგან. იკვლევენ სკოლაში მწეველი მოსწავლეების რაოდენობას.
8.პროექტისათვის საჭირო  ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, სლაიდები, ვიდეო მასალა, ადამიანური რესურსები, თვალსაჩინოებები.
9.  პროექტის მსვლელობა: სკოლაში  შეიქმნა ოთხი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან.
       I ჯგუფი – მოიპოვებს ინფორმაციას თამბაქოს წარმოშობის შესახებ, საქართველოში მისი გავრცელების ისტორიას, ნიკოტინის მავნებლობას. ამზადებს ვიზუალურ თვალსაჩინოებას.
       II ჯგუფი – ატარებს ანონიმურ გამოკითხვას სკოლის მოსწავლეებში. იკვლევენ იმ მიზეზებს, რა მიზეზითაც მოზარდი იწყებს მოწევას.
       IIIჯგუფი – მოიძიებს ინფორმაციას თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებების შესახებ.
       IV ჯგუფი– მოამზადებს პრეზენტაციას, გამოუშვებს კედლის გაზეთს, პლაკატებს. შემეცნებიბითი ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმარტება დისკუსია.
10.  საგნებთან–საგნობრივ ჯგუფებთან    ე.ს.გ.  კავშირი:     ქიმია,  ბიოლოგია. აგროვებს იმფორმაციას სხვა და სხვა ნივთიერებების გამოყენების შესახებ. ასახელებს მათ თვისებებს რაც საფუძვლად უდევს მათ გამოყენებას. ამ ნივთიერებების გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
11. პროექტის  ხელმძღვანელი:       ქ. ჯახველაძე.
12. ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: qetevanjaxveladze@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი   ბლოგი.http\\qetevanjaxveladze.blogger.com

2 comments:

  1. ქეთი მასწავლებელო,ძალიან პრობლემურ თემას შეეხეთ და ძალიან საგანგაშო ინფორმაცია დადეთ,ცოტა შემეშინდა.
    ძაან მაგარი მასწავლებელი ხართ.მივარხართ!!!

    ReplyDelete
  2. ქეთი მასწავლებელო,ძალიან პრობლემურ თემას შეეხეთ და ძალიან საგანგაშო ინფორმაცია დადეთ,ცოტა შემეშინდა.
    ძაან მაგარი მასწავლებელი ხართ.მივარხართ!!!

    ReplyDelete